მთავარისაქართველორამდენიმე საათია, საპოლიციო ძალები უწყვეტად იყენებენ საპოლიციო საშუალებებს დემონსტრანტების წინააღმდეგ

რამდენიმე საათია, საპოლიციო ძალები უწყვეტად იყენებენ საპოლიციო საშუალებებს დემონსტრანტების წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ აქციის მონაწილეთა დაშლა აქციის შეკრებისთანავე დაიწყო. ამ დროისთვის დემონსტრანტები მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. ასევე გადაიკეტა კოსტავას ქუჩაც.

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებმა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულიად გაათავისუფლეს, დემონსტრანტები პერიოდულად ცდილობენ, დაბრუნდნენ საკანონმდებლო ორგანოსთან. თუმცა მათი ნებისმიერი მცდელობა სრულდება სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე პოლიციის მიერ გაზის კაფსულის გამოყენების შედეგად დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი. მათ დახმარება ადგილზე სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend