საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი.
ელჩი წერს, რომ ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. რობინ დანიგანი აღნიშნავს, რომ მთავრობის განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა.
„მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია“, – წერს რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში.
შეერთებული შტატების ელჩი ასევე გამოეხმაურა გუშინ, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.
“გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად”, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.