დამთვალიერებლებს გამოფენაზე მისვლა 30 ნოემბრამდე შეუძლიათ. მის ფერწერულ ტილოებში იკვეთება ინტერესი გეომეტრიული ფორმების სინთეზის მიმართ და გამოირჩევა ჟღერადი ფერადოვნებით და ექსპრესიულობით.
აქ კარგად ჩანს მისი ხედვა და დამოკიდებულება სამყაროსადმი. ეს ერთგვარი ზღვარია ქაოსსა და წესრიგს შორის, ქაოსი როგორ გარდაიქმნება წესრიგად და პირიქით.
ამ თემაზე ოთარ ჩაკვეტაძე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი საუბრობდა ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში.