მთავარიევროპაუკრაინარას შეცვლის ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები ომში

რას შეცვლის ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები ომში

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველი წლიდან, უკრაინელი ლიდერები დასავლელ პარტნიორებს სთხოვდნენ, ნება მიეცათ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეებში დასავლური იარაღით იერიში მიეტანათ. ახლა მათ ამის ნებართვა აქვთ, ჯერჯერობით ვაშინგტონიდან.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამერიკული წარმოების ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი უკვე გამოიყენეს და როგორც მოსკოვში ამბობენ, ბრიანსკის მიმართულებით გაისროლეს.

ამ გადაწყვეტილების მიღება ვაშინგტონში ადვილი არ ყოფილა. პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ხნის განმავლობაში ესკალაციას თავს არიდებდა.

თეთრ სახლში შიშობდნენ, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა ომში ნატოს წევრების ჩართვა მოჰყოლოდა. და თუ კრემლის რიტორიკას დავაკვირდებით ეს გადაწყვეტილება მართლაც ,,ცეცხლზე ნავთს ასხამს“.  ამიტომაც მოსკოვში მალევე დაამტკიცეს ახალი ბირთვული დოქტრინა.

და მაინც, რას შეცვლის თეთრი სახლის გადაწყვეტილება ფრონტის ხაზებზე?

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ „ატაკამსების“ განლაგება შესაძლოა, თავდაპირველად კურსკის რეგიონში რუსეთის წინსვლის შეფერხებით შემოიფარგლოს.

”დიახ, ერთი მხრივ, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე დაგვიანებულია იმისთვის, რომ სტრატეგიული ეფექტის მივიღოთ. ამის საბოლოო გავლენა ალბათ იქნება ის, რომ ეს შეანელებს რუსეთის თავდასხმის ტემპს. ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი გეგმავს გააძლიეროს იერიშები კურსკის ირგვლივ. არის გარკვეული ცნობები ასევე, რომ მიმდინარეობს მობილიზაცია ზაპორიჟიის უფრო სამხრეთ-დასავლეთით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ATACM-ების რაოდენობაზეც, გასათვალისწინებელია, Storm Shadow-ებიც, . ამ შეიარაღების ერთობლივმა ეფექტმა შესაძლოა შეანელოს რუსეთის წინსვლა” , – განმარტავს ბათის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი უსაფრთხოების დარგში, პატრიკ ბიური.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დონალდ ტრაპზეც. სულ მალე მას მოიწევს პასუხიმგებლობის აღება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში.

არსებობს შეკითხვები იმის თაობაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იმოქმედებს ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებები.

დონალდ ტრამპი მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკრაინის მხარდასაჭერად გაწეული ხარჯების გამო ხშირად აკრიტიკებს და არ არის გამორიცხული, ეს გადაწყვეტილებას უკან წაიღოს.

,,იცით, ტრამპი შეიძლება შემოვიდეს 20 იანვარს და თქვას„არა, ჩვენ ამას აღარ ვაკეთებთ“. მგონია, რომ ბაიდენმა მომავალი ადმინისტრაცია ცოტათი რთულ ვითარებაში ჩააყენა… ბაიდენმა გადაწყვეტილება ტრამპის ნაცვლად მიიღო. მე ვფიქრობ, რომ ტრამპი, ალბათ, არ გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას ძალიან მალე, რადგან მას სჭირდება ბერკეტები რუსეთთან მოლაპარაკებისთვის” , – ამბობს პატრიკ ბიური.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობას დებდა, რომ ომს სწრაფად, ინაუგურაციამდე დაასრულებდა.

თუმცა პუტინის ბირთვული რიტორიკა და გაძლიერებული იერიშები უკრაინის წინააღმდეგ სულ სხვა რეალობას ბადებს. ამ რეალობამ კი, შესაძლოა დონალდ ტრამპს საკუთარი დაპირებებისა და წინასაარჩევნო ნარატივის გადააზრება აიძულოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend