მთავარისაქართველოცესკომ ახალარჩეული პარლამენტის წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადა

ცესკომ ახალარჩეული პარლამენტის წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადა

„ცესკო მე-11 მოწვევის პარლამენტის ახლად არჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს” – ინფორმაცია ამის შესახებ თავად უწყებამ გაავრცელა.

ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად და შემაჯამებელი სხდომის შემდეგ, 2 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადა.

ეს მოწმობები განსაზღვრულია პარლამენტის პირველი სხდომისთვის, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო მათ უფლებამოსილებას ოფიციალურად ცნობს.

ცესკოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება ამ დოკუმენტების გადასაცემად ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს დაუკავშირდება.

თუმცა შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ ცესკოს თავად მიმართა საარჩევნო სიების გასაუქმებლად, იმ მოტივით, რომ ისინი უარს აცხადებენ საპარლამენტო მანდატებზე.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, თუმცა ამ პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლას არც ისინი აპირებენ.

19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო დავა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის საკითხზე. დარგის სპეციალისტების განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხი სადავოა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend