მთავარიაზიაყაზახეთიყაზახეთმა და ჩინეთმა საქართველოს გავლით გადაზიდვების გასაზრდელად ახალი ჰაბის მშენებლობა დაიწყეს

ყაზახეთმა და ჩინეთმა საქართველოს გავლით გადაზიდვების გასაზრდელად ახალი ჰაბის მშენებლობა დაიწყეს

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთმა და ჩინეთმა კასპიის ზღვის სანაპიროზე ახალი საკონტეინერო ჰაბის მშენებლობა დაიწყეს.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიხედვით, მან ახალი შესაძლებლობები უნდა გააჩინოს საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში და სატრანსპორტო და გადამზიდავი სექტორების პოტენციალი გაზარდოს.

ჰაბის ამუშავება გაზრდის საკონტეინერო გადაზიდვების მასშტაბს ჩინეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით შავ ზღვამდე და შემდეგ – ევროპის მიმართულებით. ახალი ჰაბი ასევე განტვირთავს ჩინეთიდან ევროპაში მიმავალ არსებულ სატრანზიტო მარშრუტებს და უფრო მოქნილს გახდის ტვირთების გადაზიდვის არსებულ სქემებს.

ამავდროულად, ახალი ჰაბი მნიშვნელოვნად გაზრდის ყაზახეთში აქტაუს სატვირთო ნავსადგურის გამტარუნარიანობას, რაც უკვე დიდი ხნის წინ დადგა დღის წესრიგში და ამ ეტაპამდე მოუგვარებელ პრობლემად რჩებოდა.

ახალი ჰაბის მშენებლობის დასრულება შემჭიდროებულ ვადებში – 2025 წლის შუა პერიოდისთვის იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend