საქართველოში “სურსათის ბანკის” შექმნაზე მუშაობის ფარგლებში სასაწყობო სივრცეების მოწყობა უკვე დაწყებულია.
“სურსათის ბანკი” არის დიდი საწყობი, რომელიც სუპერმარკეტების ქსელებიდან და სადისტრიბუციო კომპანიებიდან ლოგისტიკურად ჭარბი სურსათის მიღებას და იმ ადამიანებისთვის გადაცემას უზრუნველყოფს, ვისაც ის სჭირდება. ამ ინიციატივის საშუალებით საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება და ადამიანებს მათი გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდებათ.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა ისაუბრა.