2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 5,8 მილიარდ ლარამდეა, საიდანაც 1 მილიარდი ლარი მსოფლიოს ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე, უპირატესად წამყვანი მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებშია განთავსებული.
სიას სათავეში უდგას კომპანია Apple, რომელსაც საპენსიო ფონდის აქციების პორტფელის 3,2% უკავია (ინვესტირებულია 31,9 მილიონი ლარი), პირველ სამეულში ჰაიტექის კიდევ ორი გიგანტი – Nvidia (3%, შესაბამისად, 29,9 მილიონი ლარი) და Amazon (2,8% და 27,9 მილიონი ლარი) შედის.
1%-ზე მეტი საპენსიო ფონდის აქციების პორტფელში კიდევ სამი კომპანიის წილად მოდის, ესენია: Amazon (1,6%, 16 მილიონი ლარი), Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta (1,1%, 11 მილიონი ლარი) და ტაივანური ნახევარგამტარების მწარმოებელი გიგანტი TSMC (1,1%, 11 მილიონი ლარი).
1%-ზე ნაკლები წილით კი წარმოდგენილნი არიან Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet (0,9%, 9 მილიონი ლარი), ციფრული ბანკინგის ბრაზილიური მეგაჰოლდინგი Nu Holding (ასევე 0,9%, 9 მილიონი ლარი), მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორის, უორენ ბაფეტის კუთვნილი Berkshire Hathaway (0,8%, 8 მილიონი ლარი) და პროგრამული პროდუქტების მწარმოებელი ამერიკული კონგლომერატი Broadcom (0,7%, 7 მილიონი ლარი).