მთავარიკულტურაევროპულ კინოდაჯილდოებაზე წარდგენილი ფილმები ცნობილია

ევროპულ კინოდაჯილდოებაზე წარდგენილი ფილმები ცნობილია

ევროპის კინოაკადემიამ უკვე გამოაქვეყნა ევროპული კინოდაჯილდოების 37-ე გამოშვების ძირითად საკონკურსო კატეგორიებში წარდგენილი ფილმების სია. სიის სათავეში დგას ოსკარზე ნომინირებული ფრანგი კინორეჟისორის ჟაკ ოდიარის ფილმი „ემილია პერესი“ და ესპანელი კინორეჟისორის პედრო ალმოდოვარის ფილმი „მეზობელი ქალი”, რომელმაც წელს „ოქროს ლომის პრიზი“ მიიღო. ევროპული კინოდაჯილდოების წლევანდელი ცერემონია დეკემბერში შვეიცარიის ქალაქ  ლუცერნში 7 დეკემბერს გაიმართება.

ორივე ფილმი წარდგენილია ოთხ კატეგორიაში: საუკეთესო ევროპული ფილმი, საუკეთესო კინორეჟისორი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო მსახიობი ქალი. ამ უკანასკნელ კატეგორიაში წარდგენილი არიან ამ ფილმების მთავარი როლის შემსრულებლები კარლა სოფია გასკონი („ემილია პერესი“) და ტილდა სუინტონი („მეზობელი ქალი“).

სიაში მათ მოსდევს ირანელი კინორეჟისორის მოჰამად რასულოფის ფილმი „წმინდა ლეღვის მარცვალი“, რომელიც წარდგენილია საუკეთესო ფილმის, კინორეჟისორისა და სცენარის კატეგორიებში. სიაში რჩეულებს შორის ასევე მოხვდნენ ანდრეა არნოლდის ფილმი „ჩიტი“ და კორალი ფარჟას „სუბსტანცია“.

წელს პირველად საუკეთესო ევროპული დოკუმენტური ფილმისა და საუკეთესო ანიმაციური მხატვრული ფილმების კატეგორიებში წარდგენილი ფილმები საუკეთესო ევროპული ფილმის კატეგორიაშიც დაუშვეს. ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო ევროპული ფილმის ნომინანტთა სია 2024 წელს უფრი დიდია, ვიდრე წინა წლებში და მასში შესულია ისეთი ფილმები, როგორებიცაა მატი დიოპის „ოქროს დათვის“ მფლობელი „დაგომეია“ და ლატვიელი გინც ზილბალოდისის ანიმაციური ფილმი „ნაკადი“.

კიდევ ერთი ცვლილება ევროპული კინოდაჯილდოების წლევანდელი ცერემონიის შემდეგ იგეგმება: 2024 წლის დაჯილდოების ცერემონია ბოლო იქნება, რომელიც გაიმართება დეკემბრის თვეში.  2026 წლიდან ეს ცერემონია იანვარში გადავა, რადგანაც დაჯილდოებები უფრო ფართო სეზონური საუბრის თემაა.

ევროპულ კინოდაჯილდოებაზე, როგორც წესი, გადის ის ფილმები, რომლებსაც შემდეგ ამერიკული კინოდაჯილდოების სეზონისთვის არჩევენ.

გასულ წელს, მაგალითად, ფილმმა „დაცემის ანატომია“ ხუთი მთავარი პრიზიდან ოთხი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო ევროპული ფილმისაც და შემდეგ ოსკარის ხუთ ნომინაციაზეც იყო წარდგენილი. ფილმის რეჟისორმა ჯასტინ ტრიეტმა და სცენარის თანაავტორმა არტურ ჰარარიმ ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის მიიღეს.

2024 წლის ნომინაციები:

საუკეთესო ევროპული ფილმი

„მშვიდობით, ტიბერია“ (BYE BYE TIBERIAS – საფრანგეთი, ბელგია, პალესტინა, კატარი) რეჟისორი ლინა სუალემი.

  • „დაგომეია“ (საფრანგეთი, სენეგალი), რეჟისორი მატი დიოპი
  • „ემილისა პერესი“ (EMILIA PÉREZსაფრანგეთი), რეჟისორი ჟაკ ოდიარი
  • „ნაკადი“(ლატვია, საფრანგეთი, ბელგია), რეჟისორი გინც ზილბალოდისი
  • „განსაწმენდელში“ (IN LIMBOპოლონეთი), რეჟისორი ალინა მაქსიმენკო
  • „კარგი ცხოვრება“ (LIVING LARGE / ŽIVOT K SEŽRÁNÍჩეხეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, სლოვაკეთი), რეჟისორი კრისტინა დუფკოვა
  • „არავითარი სხვა მიწა” (NO OTHER LANDპალესტინა, ნორვეგია), რეჟისორები იუვალ აბრაჰამი, რეიჩელ შორი Rachel Szor, ბაზელ ადრა და ჰადმან ბალალი Basel Adra & Hamdan Ballal.
  • „ველურები“ (SAVAGES/SAUVAGESშვეიცარია, საფრანგეთი, ბელგია), რეჟისორი კლოდ ბარასი
  • SOUNDTRACK TO A COUP D’ETAT (საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები), რეჟისორი იოჰან გრიმონპრეზი
  • „სულთანას სიზმარი“ (SULTANA’S DREAM/EL SUEÑO DE LA SULTANAესპანეთი, გერმანია, ინდოეთი), რეჟისორი იზაბელ ერგერა
  • „მეზობელი ქალი“ (THE ROOM NEXT DOOR), რეჟისორი პედრო ალმოდოვარი
  • „წმინდა ლეღვის მარცვალი“ (THE SEED OF THE SACRED FIG/DANAYE ANJIR-E MOABADგერმანია, საფრანგეთი), რეჟისორი მოჰამად რასულოფი Mohammad Rasoulof
  • „სუბსტანცია“ (THE SUBSTANCE – გაერთიანებული სამეფო, აშშ, საფრანგეთი), რეჟისორი კორალი ფარჟა Coralie Fargeat
  • „პიანისტს ესროლეს“ (THEY SHOT THE PIANO PLAYER – ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, პერუ),  რეჟისორი ფერნარდო ტრუება და ხავიერ მარისკალი
  • VERMIGLIO(იტალია, საფრანგეთი, ბელგია), რეჟისორი მაურა დელპერო  Maura Delpero

საუკეთესო ევროპული დოკუმენტური ფილმები:

  • „მშვიდობით, ტიბერია“ ( BYE BYE TIBERIAS/BYE BYE TIBERIADE), რეჟისორი ლინა სუალემი Lina Soualem
  • „დაგომეია“ (DAHOMEY – საფრანგეთი, სენეგალი) რეჟისორი მატი დიოპი
  • „განსაწმენდელი“ (IN LIMBO/W ZAWIESZENIUპოლონეთი), რეჟისორი ალინა მაქსიმენკო Alina Maksimenko
  • „არავითარი სხვა მიწა“ (NO OTHER LAND – პალესტინა, ნორვეგია), რეჟისორი იუვალ აბრაჰამი Yuval Abraham, რეიჩელ შორი Rachel Szor, ბასელ ადრა და ჰამდამ ბალალი Basel Adra & Hamdan Ballal
  • SOUNDTRACK TO A COUP D’ETAT(საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები), რეჟისორი იოჰან გრიმონპრეზი

საუკეთესო ევროპელი რეჟისორი

  • ანდრეა არნოლდი ფილმისთვის „ჩიტი“ (BIRD)
  • ჟაკ ოდიარი ფილმისთვის „ემილია პერესი“(EMILIA PÉREZ)
  • პედრო ალმოდოვარი ფილმისთვის „მეზობელი ქალი“ (THE ROOM NEXT DOOR)
  • მოჰამად რასულოფი ფილმისთვის „ წმინდა ლეღვის მარცვალი“ (THE SEED OF THE SACRED FIG)
  • მაურა დელპერო ფილმისთვის VERMIGLIO

საუკეთესო მსახიობი ქალი

  • რენატე რეინსვე ფილმისთვის „არმანდი“(ARMAND)
  • კარლა სოფია გასკონი ფილმისთვის „ემილია პერესი“(EMILIA PÉREZ)
  • ტრინე დიურჰოლმი ფილმისთვის „გოგონა ნემსით“  (THE GIRL WITH THE NEEDLE)
  • ვიკ კარმენ სონე ფილმისთვის „გოგონა ნემსით“ (THE GIRL WITH THE NEEDLE)
  • ტილდა სუინტონი ფილმისთვის „მეზობელი ქალი“(THE ROOM NEXT DOOR)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

  • ფრანც როგოვსკი ფილმისთვის „ჩიტი“ (BIRD)
  • რეიფ ფაინზი ფილმისთვის „კონკლავი“ (CONCLAVE)
  • ლარს აიდინგერი ფილმისთვის DYING
  • დენიელ კრეიგი ფილმისთვის QUEER
  • აბუ სანგარე ფილმისთვის „სულეიმანის ამბავი“ SOULEYMANE’S STORY

საუკეთესო სცენარი

  • ჟაკ ოდიარი ფილმისთვის „ემილია პერესი“ (EMILIA PÉREZ)
  • მაგნუს ფონ ჰორნი და ლინ ლანგებეკი ფილმისთვის „გოგონა ნემსით“ (THE GIRL WITH THE NEEDLE)
  • პედრო ალმოდოვარი ფილმისთვის „მეზობელი ქალი“ (THE ROOM NEXT DOOR)
  • მოჰამად რასულოფი ფილმისთვის „ წმინდა ლეღვის მარცვალი“ (THE SEED OF THE SACRED FIG)
  • კორალი ფარჟა ფილმისთვის „სუბსტანცია“ THE SUBSTANCE

ევროპული კინოაკადემიის ჯილდო „ფიპრესია“  (European Discovery – Prix FIPRESCI)

  • „არმანდი“ (ARMAND – ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვედეთი)  რეჟისორი ჰალფდან ულმან ტენდელი
  • HOARD(გაერთიანებული სამეფო), რეჟისორი ლუნა კარმუნი
  • KNEECAP(ირლანდია, გაერთიანებული სამეფო), რეჟისორი რიჩ რეპიატი
  • „სანტოში“ (SANTOSH) – გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია), რეჟისორი სანდჰია სური
  • „ახალი წელი, რომელიც არ მოვიდა“ (THE NEW YEAR THAT NEVER CAME/ANUL NOU CARE N-A FOST)(რუმინეთი, სერბეთი), რეჟისორი ბოგდან მურეშანუ
  • TOXIC (AKIPLĖŠA)(ლიეტუვა), რეჟისორი საულე ბლიუვაიტე

ევროპული კინოაკადემიის ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო

  • LARS IS LOL (ნორვეგია, დანია), რეჟისორი ეირისკ სეტერ სტორდალი
  • „იბელინების ბრწყინვალე ცხოვრება“ (THE REMARKABLE LIFE OF IBELIN– ნორვეგია), რეჟისორი ბენჯამინ რი
  • „გამარჯვებულები“ (WINNERS – გერმანია) რეჟისორი სოლეინ იუსეფი

წინასწარ გამოცხადებული ნომინაციები

საუკეთესო ევროპული ანიმაციური ფილმი (გამოცხადდა 9 ოქტომბერს)

  • „ნაკადი“ (FLOW – ლატვია, საფრანგეთი, ბელგია) რეჟისორი გინც ზილბალოდისი
  • LIVING LARGE, რეჟისორი კრისტინა დიფკოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, სლოვაკეთი)
  • „ველურები“ (SAVAGES/SAUVAGESშვეიცარია, საფრანგეთი, ბელგია), რეჟისორი კლოდ ბარასი Claude Barras.
  • „სულთანას სიზმარი“ (SULTANA’S DREAM/EL SUEÑO DE LA SULTANAესპანეთი, გერმანია, ინდოეთი), რეჟისორი იზაბელ ერგერა
  • „პიანისტს ესროლეს“ (THEY SHOT THE PIANO PLAYER – ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, პერუ), რეჟისორი ფერნარდო ტრუება და ხავიერ მარისკალი

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ევროპული ფილმი (გამოცხადდა 16 ოქტომბერს)

  • 2720“, რეჟისორი ბასილ და კუნია (პორტუგალია, შვეიცარია)
  • CLAMOR, რეჟისორი სალომე და სუზა (საფრანგეთი)
  • THE EXPLODING GIRL, რეჟისორები კაროლინ პოჯი და ჯონათან ვინელი
  • „კაცი, რომელმაც ვერ შეძლო ჩუმად ყოფნა“ (THE MAN WHO COULD NOT REMAIN SILENT)რეჟისორი ნებოიშა სლიეპჩევიჩი (ხორვატია, საფრანგეთი, ბულგარეთი, სლოვენია)
  • WANDER TO WONDER, რეჟისორი ნინა განცი Nina Gantz (ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო)

ევროპული კინოდაჯილდოების გამარჯვებულებს  შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში 7 დეკემბერს გამოაცხადებენ. დაჯილდოების ცერემონიაზე იტალიელი მსახიობი ქალი იზაბელა როსელინი მიიღებს ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ავტორი: დევიდ მორიკონი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend