მთავარისაქართველოდარღვევები არჩევნების დღეს

დარღვევები არჩევნების დღეს

საია 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ითხოვს ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული წესით ჩატარდა. საუბარია 2263 უბანზე, რაც ქვეყნის მასშტაბით გახსნილი უბნების 90 პროცენტს შეადგენს.

ორგანიზაციაში ამ დროისთვის მიმდინარეობს ათეულობით იმ ვიდეო და ფოტომტკიცებულების შეგროვება-დახარისხება, რომლებშიც საარჩევნო დარღვევებია ასახული. თბილისსა და რეგიონებში მომუშავე დამკვირვებელთა უმეტესობა ადასტურებს, რომ ხმის მიცემის ფარულობა უმეტეს შემთხვევაში დაცული არ იყო, რაც, იურისტების შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას არღვევს.

ფარულობის დარღვევის გამო შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებში უკვე წარადგინა. კომისიებს მათ განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად ოთხდღიანი ვადა აქვთ. თუ საოლქო საარჩევნო კომისიები რაიმე საფუძვლით საჩივრებს არ განიხილავენ, ან არ დააკმაყოფილებენ, ასოციაცია დავას უკვე სასამართლოში გააგრძელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend