ნორდიკული ქვეყნები უერთდებიან საერთაშორისო მოწოდებებს, დეტალურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ დარღვევები საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და არჩევნების დღეს.
სკანდინავიური ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს არსებითი მნიშვნელობისაა, რათა გაქრეს ეჭვები, რომლებიც საარჩევნო პროცესის სამართლიანობას უკავშირდება.
ნორდიკული ქვეყნები მყარად უჭერენ მხარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, რომელიც ერთობლივ ფუნდამენტურ ღირებულებებს ეყრდნობა.
განცხადებაში წერია, რომ ბოლო წლებში შეწუხებულები ადევნებენ თვალს საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველო დაუბრუნდება გზას, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში დამსახურებულ ადგილს დაუმკვიდრებს.