ნატო ადასტურებს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ გაგზავნა ჯარები რუსეთის დასახმარებლად უკრაინის ომში.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთის დასახმარებლად კურსკის რეგიონში ჯარები გაგზავნა. პირველ რიგში, ეს ფაქტი ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს რუსეთისა და უკრაინის ომზე. ასევე ეს არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების კიდევ ერთი დარღვევა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები”, – განაცხადა მარკ რუტემ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
[LIVE] 🎥 Watch @SecGenNATO Mark Rutte’s statement after South Korean officials briefed the North Atlantic Council on DPRK’s troop deployments to Russia. https://t.co/EjMJbzLzLl
— NATO Spokesperson Farah Dakhlallah (@NATOpress) October 28, 2024
მისივე თქმით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება საფრთხეს წარმოადგენს როგორც ინდო-წყნარი ოკეანის, ისე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
„ფხენიანმა უკვე მიაწოდა რუსეთს მილიონობით საბრძოლო მასალა და ბალისტიკური რაკეტები. ამ ნაბიჯებით ის ხელს უწყობს დიდ კონფლიქტს ევროპის გულში და ძირს უთხრის გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამ ყველაფრის სანაცვლოდ პუტინი ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ტექნოლოგიებით დახმარებასა და სხვა სახის პრივილეგიებს ჰპირდება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით”.
.
ნატოს გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ კურსკში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგება პუტინის სასოწარკვეთის ნიშანია.