ევროპარლამენტმა 2024 წლის სახაროვის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერებს მიანიჭა.
ჯილდო მარია კორინა მაჩადოსა და ედმუნდო გონსალესს „ვენესუელაში თავისუფლებისა და დემოკრატიის აღდგენისთვის შეუპოვარი ბრძოლისთვის“ გადაეცათ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამარჯვებულები 24 ოქტომბერს სტრასბურგში დაასახელა.
„ძალაუფლების სამართლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი გადაცემისკენ სწრაფვისას მათ უშიშრად დაიცვეს ის ღირებულებები, რომლებიც მილიონობით ვენესუელელისა და ევროპარლამენტისთვის ასეთი ძვირფასია: სამართლიანობა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.