მთავარიაზიალიბანიევროპარლამენტში ლიბანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში ლიბანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში ახლო აღმოსავლეთსა და კერძოდ, ლიბანში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ევროპარლამენტში ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან საერთო პოზიციაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი გმობს ისრაელის თავდასხმას გაეროს მშვიდობისმყოფელებზე. ისინი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.

მაშველები ნანგრევებში ეძებენ ისრაელის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ცხედრებს, ბეირუთი, ლიბანი, 22 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Hussein Mala

უკვე რამდენიმე თვეა, ევროპარლამენტში დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია. ამის მიუხედავად, პარლამენტის პოზიცია შორს არის იმ კონსენსუსისგან, რომელიც უკრაინის ომთან დაკავშირებით იყო მიღწეული. 22 ოქტომბერს, როგორც ევროკომისიამ, ისე ევროპარლამენტარების დიდმა ნაწილმა, დაგმო ისრაელის თავდასხმა გაეროს მშვიდობისმყოფელებზე და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერჯერობით არანაირი რეზოლუცია არ არის წარდგენილი.

ღაზის სექტორი Copyright AP Photo/Leo Correa

ევროპარლამენტარ ჰანა ჯალულის თქმით,  სულ უფრო მცირდება დიალოგის შესაძლებლობა. ისინი ვერ თანხმდებიან ვერცერთ კომუნიკეზე, რომელიც ღაზას თუ ლიბანს ეხება. მისი აზრით, ევროპა სხვებს მაგალითს უნდა აძლევდეს. თუმცა მათ ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით განსხვავებული და არასწორი ხედვა აქვთ, რაც ძირითადად ულტრამემარჯვენეთა მხრიდან მოდის, რადგან ისინი მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე საუბრობენ და არ აინტერესებთ ჰუმანიტარული თემები.

ევროპარლამენტარი ნიკოლას პასკალი ამბობს, რომ  გაეროს მისიაზე თავდასხმებისა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნები, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა და რეგიონისა და კონკრეტულად ლიბანის ნორმალიზების საშუალოვადიანი სტრატეგია ის პოლიტიკური ინიციატივებია, რომლებიც უნდა განხორციელდეს გაეროს, ან ევროპული ჩარჩოს ფარგლებში.

თუმცა „პატრიოტები ევროპისთვის”, რომლებიც ევროპარლამენტში მთავარ პოპულისტურ და სკეპტიკურად განწყობილ პარტიას წარმოადგენენ, უარყოფენ ბრალდებებს,  რომ თითქოს შეგნებულად ბლოკავენ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ რეზოლუციას. მათი მტკიცებით, სხვა პარტიებს საკმარისი ძალა აქვთ ამ პოზიციის გამოსახატავად. რეზოლუციის ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება  სავალდებულო, შესაძლოა ლიბანის სასიკეთოდ გამოიყენონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend