მთავარისაქართველო„რელიგია, პოლიტიკა და არჩევნები საქართველოში“ - EMC რეგიონებში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

„რელიგია, პოლიტიკა და არჩევნები საქართველოში“ – EMC რეგიონებში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული კვლევების პირველადი შედეგები წარადგინა. ვრცელი ანგარიშის სახელწოდებაა „რელიგია, პოლიტიკა და არჩევნები საქართველოში”.

ანგარიშის პირველი ნაწილი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და დარღვევებს მოიცავს. კვლევის ავტორების შეფასებით, საველე სამუშაოებისას გამოიკვეთა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ამომრჩევლის ნაკლები ინფორმირებულობა არა მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიის, არამედ კენჭისყრის დღისა და პროცესის შესახებაც. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში არაა აქცენტი გამახვილებული ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებსა და მათი პრობლემების მოგვარების გზებზე, რაც მათ დამატებითი დაბრკოლებების წინაშე აყენებს.

რაც შეეხება ანგარიშის მეორე ნაწილს, აქ საუბარია საარჩევნო პროცესში რელიგიური ინსტიტუტების როლსა და კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გააქტიურებულ არმენოფობიურ კამპანიაზე. კვლევის ავტორების განმარტებით, წინა წლებთან შედარებით მართლმადიდებლური ეკლესია შედარებით ზომიერ პოზიციას იკავებს, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული შემთხვევები, როცა ამბიონიდან ანტილიბერალური და ჰომოფობიური გზავნილები ისმოდა, დასავლეთისგან მტრის ხატი იქმნებოდა, ხოლო რუსეთისადმი შედარებით ლოიალური დამოკიდებულება ვლინდებოდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს, ისტორიაში პირველად, პროპორციული წესით ჩატარდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend