მთავარისაქართველოევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაგვეღო. ჩვენ გელოდებით, თუმცა ამ კარში თავად უნდა შემოხვიდეთ. ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართველ ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორი მომავალი სურთ საკუთარი შვილებისთვის.

ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ეს არის პასუხი ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებზე.

პაველ ჰერჩისნკი გამოეხმაურა 20 ოქტომბერს თბილისში ჩატარებულ მარშსაც და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქუჩაში ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ, უკეთეს მომავალს იმსახურებენ.

„4 დღეში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ხმა მისცეთ და თქვენი მომავალი მთავრობა აირჩიოთ. არჩევნები დემოკრატიის ფესტივალია. ეს არის დღე, როცა ყველას შეუძლია გადაწყვიტოს საკუთარი და შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით არჩევნებზე , მიეცით ხმა და აირჩიეთ ხელისუფლება, რომელიც თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს წარმოადგენს. გასულ კვირას, თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა კიდევ ერთხელ ვნახე. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს სიამაყის, სიხარულისა და ბედნიერების დღე იყო. ქუჩაში უამრავი ადამიანი ვნახე. ყველა იქ იყო, მათ შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდა. ახალგაზრდები, თქვენი შვილები, უკეთეს მომავალს იმსახურებენ. ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში. ისინი უკეთეს ცხოვრებას სხვაგან არ უნდა ეძებდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დარჩნენ, იცხოვრონ და იმუშაონ მათ მშვენიერ საქართველოში. როგორც იცით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია და ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგია. ჩემთვის, ევროკავშირის ელჩისთვის, მტკივნეული და სამწუხაროა იმის ყურება, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირში გაწევრებისკენ მიდიან, საქართველო კი, ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, მას შორდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend