ნიუ-იორკის ჰაი-ლაინზე ივან არგონტეს ახალი ინსტალაცია განთავსდა. გიგანტური მტრედის სკულპტურა, რომელიც თითქმის ერთ ტონას იწონის და რომლის სიმაღლეც 5 მეტრს აღწევს მანჰეტენზე მე-10 ავენიუსა და 30-ე ქუჩების კვეთაზე 18 თვის განმავლობაში დარჩება.
გიგანტური მტრედი ნიუ-იორკის ჰაი-ლაინზე – ივან არგონტეს ახალი ინსტალაცია, რომელიც თითქმის ერთ ტონას იწონის და რომლის სიმაღლეც 5 მეტრს აღწევს, უკვე მანჰეტენზეა.
პარიზში მცხოვრებ კოლუმბიელ ხელოვანს, რომელმაც ეს სკულპტურა შექმნა, აქვს გზავნილი, რომელიც, მისივე თქმით, ამ თითქოს „უცნაური და სასაცილო“ ინსტალაციით უნდა თქვას. ეს გზავნილი ინსტალაციასთან განთავსებულ ლითონის ფირფიტაზეც არის დატანილი და მისი შინაარსი ამგვარია: „მტრედიც კი, ნიუ-იორკის განუყოფელი ნაწილი, აქ დასახლდა და ეს ქალაქი საკუთარ სახლად აქცია.“
სწორედ, ამით აკავშირებს ივან არგონტე მტრედს ნიუ-იორკის მაცხოვრებლებთან. მისთვის ნიუ-იორკი მიგრანტების ქალაქია.
„ეს ძალიან სახალისოა. ინსტალაცია პირველად ინსტაგრამზე ვნახე. შევხედე და გამეცინა. არ მეგონა, რომ რეალური იყო და სხვასთან გადავამოწმე. აქ ხშირად დავდივარ და ერთი სული მაქვს ეს მტრედი ყოველ დღე ვნახო.”
„ეს ის არის, რაც ნიუ-იორკს ძალიან შეეფერება. მე აქაური არ ვარ და მტრედი პირველად ნიუ-იორკში ვნახე. ახლა ამ უზარმაზარ ქანდაკებას ვხედავ და ის ამ ქალაქს ძალიან უხდება“,- ამბობენ დამთვალიერებლები.
გიგანტურ მტრედს, რომელიც ნიუ-იორკის მე-10 ავენიუს გადაჰყურებს „დინოზავრი“ ჰქვია. იგი მე-10 ავენიუსა და 30-ე ქუჩების კვეთაზე 18 თვის განმავლობაში დარჩება.