მთავარიევროპამოლდოვაკრემლის კლასიკური მეთოდები მოლდოვის არჩევნებში ჩასარევად

კრემლის კლასიკური მეთოდები მოლდოვის არჩევნებში ჩასარევად

მოლდოვაში დაძაბულობაა. კვირას ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოსახლეობამ ასევე რეფერენდუმზე უნდა გადაწყვიტოს, შევიდეს თუ არა კონსტიტუციაში ჩანაწერი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. არჩვენებისა და რეფერდუმის წინ ქვეყანაში რუსეთის აქტიურობაც ძლიერდება. ამ და სხვა საკითხებზე ევრონიუსთან მოლდოვის ვიცე-პრემიერმა კრისტინა გერასიმოვმა ისაუბრა.

აღმოსავლეთევროპული ქვეყანა კვირას დაძაბულ გარემოში გადაწყვეტს ევროკავშირში გაწევრებისა და მომავალი პრეზიდენტის ვინაობის საკითხებს. ევრონიუსთან საუბარში მოლდოვის პროევროპელმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველა ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ გავლენა იქონიოს ამომრჩეველთა ნებაზე.

მოლდოვის ვიცე-პრემიერი კრისტინა გერასიმოვი ამბობს, რომ კრემლი კლასიკური მეთოდებითა და უპრეცედენტო მასშტაბით  აწარმოებს სრულმასშტაბიან ოპერაციას. მოლდოვის პოლიტიკაში შემოედინება შავი ფული  და მას ადგილობრივი პარტიები ვითარების დესტაბილიზაციის, პოტენციური კანდიდატებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით იყენებენ. მისი თქმით, მიმდინარეობს ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, პროპაგანდა, რომელიც, პირველ რიგში, ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული.

რეფერენდუმის შედეგები გადამწყვეტი იქნება, რამდენად შევა კონსტიტუციაში ჩანაწერი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. მოლდოვაში დაძაბულობასაც ელიან, რადგან ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, ფაქტობრივად, პრორუსული სეპარატისტები აკონტროლებენ.

კრისტინა გერასიმოვის თქმით, დნესტრისპირეთის რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეა. ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მთავრობამ როგორღაც შეძლო მშვიდი და სტაბილური გარემო შეენარჩუნებინა. გერასიმოვას სურს, ქვეყანა იმავე გზას დაადგეს.

ბოლო გამოკითხვებით, არჩევნებში მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ გაიმარჯვებს. ქვეყანაში იმედი აქვთ, რომ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს ევროკავშირში გაწევრებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend