ორბელიანების სასახლეში გუშინ, 17 ოქტომბერს, მექა ხანგოშვილის წიგნის „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა პანკისის ხეობიდან ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა კავკასიელ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობასა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც წიგნს უდევს საფუძვლად. მოგვიანებით კი, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ლამარა მარგოშვილი ღირსების მედლით (სიკვდილის შემდეგ) ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის დააჯილდოვა. ასევე ღირსების მედლით დაჯილდოვდა საქართველოში კავკასიელ ხალხთა ლინგვისტური მრავალფეროვნების კვლევისათვის ლინგვისტი კავკასიოლოგი როსტომ ფარეულიძე.