მთავარისაქართველო„ასეთი კურსი დე-ფაქტო აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას" - ევროპული საბჭო

„ასეთი კურსი დე-ფაქტო აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას” – ევროპული საბჭო

ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია იმ საკითხებზე, რომლებიც ლიდერებმა ხუთშაბათს საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

ერთ-ერთ პუნქტში საუბარია საქართველოზეც.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს კავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამავე დროს, საბჭო იმეორებს, რომ სერიოზულად შეშფოთებულია ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს მთავრობის ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე-ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მუდმივ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისა და მისი არაღიარების პოლიტიკისადმი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend