მთავარიკუბი“რომანტიკული თაღლითობა” ინტერნეტში Deepfake-ის გამოყენებით

“რომანტიკული თაღლითობა” ინტერნეტში Deepfake-ის გამოყენებით

ჰონგკონგის პოლიციამ თაღლითურ სქემაში ჩართული 27 ადამიანი დააკავა. მათი სამიზნეები იყვნენ მამაკაცები აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან.

დაკავებულები არიან 21-დან 34 წლამდე მამაკაცები და ქალები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება, ძირითადად მედია და ტექნოლოგიების სფეროში. გამოძიების წინასწარი შეფასებით, ეჭვმიტანილები სავარაუდოდ, მუშაობდნენ IT-სპეციალისტებთან საზღვარგარეთიდან, რათა შეექმნათ ყალბი კრიპტოვალუტის პლატფორმა, სადაც მსხვერპლებს მანიპულაციის გზით აიძულებდნენ ინვესტიციის განხორციელებას.

Deepfake ეს არის ხელოვნურად გენერირებული მედია, რომლის დროსაც გაყალბებულია როგორც ხმა, ასევე ვიზუალი. ეს ტექნოლოგია სულ უფრო ხშირად გამოიყენება ბოროტმოქმედების მიერ თაღლითური სქემებისთვის და ასევე მათ მიერ, ვისაც დეზინფორმაციის გავრცელება სურს სოციალურ ქსელში.

ჰონგკონგის პოლიციის ცნობით, “რომანტიკული თაღლითობის” სქემა იწყებოდა ტექსტური შეტყობინებით, რომელშიც გამგზავნი თავს წარმოაჩენდა მიმზიდველ ქალად, რომელმაც შეცდომით ჩაიწერა მსხვერპლის ტელეფონის ნომერი. შემდეგ თაღლითები იწყებდნენ არშიყს მსხვერპლებთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლებს ვიდეოთი ურეკავდნენ კიდევაც და Deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით, თაღლითი გამოიყურებოდა როგორც მიმზიდველი ქალი.

ეს პროცესი გრძელდებოდა მანამდე, ვიდრე მსხვერპლი არ განახორციელებდა ინვესტიციას ყალბ პლატფორმაზე. საერთო ჯამში მსხვერპლებმა 46 მილიონი დოლარი დაკარგეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend