მთავარიაზიალიბანიისრაელის საჰაერო თავდასხმას ლიბანის ქალაქ ნაბათიეს მერი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო თავდასხმას ლიბანის ქალაქ ნაბათიეს მერი ემსხვერპლა

ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ქალაქ ნაბათიეს მერი აჰმად კაჰილი ემსხვერპლა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შედეგად ხუთი მოქალაქე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები მოხვდა ნაბათიეს მუნიციპალიტეტის შენობასა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ოფისებს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 30 წუთის განმავლობაში ქალაქზე სულ მცირე ცხრაჯერ მიიტანეს იერიში. ნაბათიეზე თავდასხმის მიზანი იყო, გაენადგურებინათ „ჰეზბოლას” ბოევიკების თავშესაფარი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებლებთან მდებარეობდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ რაკეტა მოხვდა ნაბათიეს ერთ-ერთ შენობას, სადაც მერი ქალაქში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის მოსაგვარებლად შეხვედრას მართავდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნანგრევების გატანის სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ბეირუთის გარეუბანი ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ, 16 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Hussein Malla

გუშინ ღამით, 15 ოქტომბერს, ისრაელი თავს დაესხა ქალაქ ქანასა და ბეირუთის გარეუბნებსაც.

ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ჩამონგრეული შენობები, მაშველები ეძებენ დაღუპულებს, სოფელი ქანა, ლიბანის სამხრეთი, 16 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Mohammed Zaatari

ლიბანის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ ქანაში შენობის დაბომბვას სულ მცირე 15 მოქალაქე ემსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ადგილობრივი მაშველების განცხადებით, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ქანას გადარჩენილი მოქალაქეები კი, საცხოვრებლის დატოვებაზე უარს ამბობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend