მთავარიამერიკაარგენტინაარგენტინის პრეზიდენტმა უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების გაზრდის კანონპროექტს ვეტო დაადო

არგენტინის პრეზიდენტმა უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების გაზრდის კანონპროექტს ვეტო დაადო

არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების გაზრდის კანონპროექტს, მასშტაბური პროტესტის მიუხედავად, ვეტო დაადო.

პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ლექციებს ქუჩებში ატარებენ და ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობებთან დემონსტრაციებს მართავენ. მათი თქმით, ქვეყანაში ფასების დრამატული ზრდის ფონზე, ანაზღაურება ღირსეულად ცხოვრებისთვის უბრალოდ არ ჰყოფნით.

უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას არგენტინის პარლამენტის ორივე პალატამ მხარი სექტემბერში დაუჭირა.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, პროფესორ-მასწავლებლებისთვის ინფლაციის შესაბამისად ხელფასების ზრდას ითვალისწინებდა. თუმცა ხავიერ მილეის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტის შეზღუდვებს უგულებელყოფდა. საბოლოოდ, მილეიმ კანონპროექტს ვეტო დაადო.

მანვე აღნიშნა, რომ არგენტინაში უნივერსიტეტები მხოლოდ მდიდრებისთვისაა ხელმისაწვდომი და ადმინისტრაცია სხვა სოციალური კლასებისთვის განათლების უზრუნველსაყოფად არაფერს აკეთებს.

„მითი უფასო უნივერსიტეტებზე ნიშნავს ღარიბების მიერ სწავლის დაფინანსებას მდიდრებისთვის, რომელთა შვილები ერთადერთი არიან, ვისაც აქვთ დრო და ხელი მიუწვდებათ უნივერსიტეტში სწავლაზე. უნივერსიტეტმა შეწყვიტა სოციალური მობილურობა“, – ამბობს ხავიერ მილეი.

ბუენოსაირესის უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, ხავიერ მილეის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებიდან დღემდე ფასები 94.8%-ით გაიზარდა, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასები, ინფლაციის გათვალისწინებით, 40%-ით შემცირდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend