მთავარისპორტი„სარბიელმა” გიორგი მამარდაშვილი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

„სარბიელმა” გიორგი მამარდაშვილი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

სპორტული გამოცემა „სარბიელის” ორგანიზებით, 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა.

წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის” მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა, ხოლო წლის საუკეთესო დებიუტანტი გიორგი ქოჩორაშვილი.

საუკეთესო სპორტსმენები ხმის მიცემის პრინციპით 86-მა სპორტულმა ჟურნალისტმა გამოარჩია. გამოცემა „სარბიელის” ეს დაჯილდოება 1993 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება.

31 წლის წინ პირველი საუკეთესო სპორტსმენი „სარბიელის” გამოკითხვის შედეგად გიორგი ქინქლაძე გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend