მთავარიმსოფლიოNATO„ათწლეულის ბოლომდე რუსეთი ნატოზე თავდასხმას შეძლებს" - გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელი

„ათწლეულის ბოლომდე რუსეთი ნატოზე თავდასხმას შეძლებს” – გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელი

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთი ათწლეულის დასრულებამდე ნატოზე თავდასხმას შეძლებს. ბრუნო კალმა ეს ბუნდესტაგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას, რომელზეც რუსეთიდან მომავალი საფრთხე განიხილეს, გერმანიის სპეცსამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

კალი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრემლი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მტრად განიხილავს. მანვე თქვა, რომ რეალურად პუტინს უკრაინა არ სჭირდება და სინამდვილეში მას ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა სურს.

როგორც ბრუნო კალი, ფედერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს: „გვინდა თუ არა, რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში ვართ. უკვე დიდი ხანია პუტინმა გადაწყვიტა, რომ მტერია“.

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ალიანსის საწინააღმდეგოდ მოქმედებას უარყოფს და აცხადებს, რომ მოსკოვის მხრიდან ამგვარი ქმედება „ალოგიკური“ იქნებოდა.

ივნისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობა „დაძაბული“ იყო. იგი აღნიშნავდა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში „ევროპულ მშვიდობასა და წესრიგს კითხვის  ნიშნის ქვეშ აყენებდა“ და რუსეთი სხვა ქვეყნებთან ერთად დაზვერვის სამსახურებს გერმანიაში ჯაშუშობისთვის იყენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend