რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქმენეთის დედაქალ აშხაბადს საერთაშორისო ფორუმში – „დროისა და ცივილიზაციების ურთიერთკავშირი – მშვიდობისა და განვითარების საფუძველი“ – მონაწილეობის მისაღებად დღეს ესტუმრა.
ვიზიტის განმავლობაში ის შეხვდება ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს. ფორუმს ათი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაციის რამდენიმე ხელმძღვანელი დაესწრება. მათ შორისაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, იუნესკო, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვა.
რუსეთის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი ამბობს, რომ პეზეშკიანთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინი ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად გამწვავებული პროცესებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას გეგმავს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება ორმხრივი შეხვედრები გამართოს სხვა ლიდერებთანაც.