მთავარიამერიკააშშP. Diddy-ს სურს, სასამართლოს წინაშე გაზაფხულზე წარდგეს

P. Diddy-ს სურს, სასამართლოს წინაშე გაზაფხულზე წარდგეს

შონ Diddy კომბსს სურს, სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით სასამართლოს წინაშე გაზაფხულზე წარდგეს. ამის შესახებ ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ადვოკატებმა მოსამართლეს 9 ოქტომბერს განუცხადეს. ეს ნათქვამი იყო ერთობლივ წერილში, რომელიც კომბსის ადვოკატებმა და პროკურორებმა მოსამართლეს 10 ოქტომბერს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ჩანიშნულ მოსმენამდე წარუდგინეს.

54 წლის კომბსი 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში. პროკურატურის მტკიცებით, იგი საკუთარ მუსიკალურ იმპერიას ქალებისა და მამაკაცების ექსპლუატაციისთვის იყენებდა. 14-გვერდიანი ფედერალური ბრალდების თანახმად, კომბსთან ერთად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მისი გარემოცვაც მონაწილეობდა და ცნობილი პროდიუსერი თანამზრახველებთან ერთად კანონს 16 წლის მანძილზე არღვევდა.

თავად კომბსი ყველა ბრალდებას უარყოფს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend