პეკინი გეგმავს, გარკვეული ზომები მიიღოს ევროპული ალკოჰოლური სასმელების, ძირითადად კონიაკის ქვეყანაში შეტანასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის კომპანიებისთვის საბაჟო გადასახადმა შესაძლოა 39%-ს მიაღწიოს, რაც ობლიგაციების სახით იქნება გაზრდილი. ამ გადაწყვეტილებამ შესაძოა ევროპის ბიზნეს სექტორი დააზარალოს.
,, დღევანდელი დღე ახალი რეალობის დასაწყისია და ამას კომპანიები ძალიან მოკლე დროში იგრძნობენ. ეს დიდ ზარალს გამოიწვევს, რადგან ჩინეთი სიდიდით მეორე საექსპორტო ბაზარია. 2023 წელს ჩვენ ჩინეთში ექსპორტზე ალკოჰოლური სასმელები გავგზავნეთ, რომლის ღირებულება დაახლოებით 800 მილიონი ევროა, ამ ღირებულების 90%-ს ძირითადად კონიაკი შეადგენდა“ – განაცხადა spirits EUROPE-ის მმართველი დირექტორი ულრიხ ადამმა.
ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ დააწესებს დამატებით საბაჟო გადასახადებს ჩინურ ელექტრომობილებზე. ჩინეთის ბაზარზე საფრთხე ემუქრება სხვა ევროპულ პროდუქციასაც, როგორიც არის რძისა და ხორცის პროდუქტები. ზოგიერთი ევროპარლამენტარი უკვე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეიმუშაონ ერთიანი სამუშაო გეგმა.
,,ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორც ერთიანმა ბლოკმა. თუ ჩვენ ასე არ მოვიქცევით, მომავალში ჩვენ დავზარალდებით. მსოფლიოს სხვა ქვეყნები გადაგვისწრებენ და უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გახდებიან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ევროპული ბაზრის ძალა. ეს ევროპის ერთიანობის ერთგვარი გამოცდა. მე ვფიქრობ, რომ ერთიანობის გარეშე განწირულები ვართ. თითოეული ჩვენი წევრი ქვეყანა ერიდება ,,სავაჭრო ომს“ ჩინეთთან“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა ბრანდო ბენიფეიმ.
ევროკომისია აპირებს, რომ ჩინეთის გადაწყვეტილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივროს. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ „ეს ზომები უსაფუძვლოა“. თუმცა, მოლაპარაკებები ორ პარტნიორს შორის, სავარაუდოდ, განახლდება თვის ბოლომდე*, როდესაც ევროკავშირი მიიღებს გარკვეულ ზომებს ჩინურ ელექტრომობილებზე.