2 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ბრიუსელს ესტუმრა, რათა გააძლიეროს კავშირები, რომლებიც 4 წლის წინ დიდი ბრიტანეთის მიერ მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბლოკის დატოვების შემდეგ გაწყდა.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან მოლაპარაკებების შემდეგ იგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრექსიტით მიყენებული ზიანის შემდეგ ურთიერთობები უნდა გააძლიერონ და უნდა გამართონ შეხვედრათა სერია, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკურ ზრდასთან, ენერგეტიკასთან, უსაფრთხოებასა და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
The UK is stronger when we work in lockstep with our closest international partners.
This has never been more important with war, conflict and insecurity all knocking on Europe’s door.
Better co-operation will secure our borders, keep us safe and boost economic growth. pic.twitter.com/AGELbS6g9l
— Keir Starmer (@Keir_Starmer) October 2, 2024
ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სტარმერი და ფონ დერ ლაიენი „უნიკალური ურთიერთობის მნიშვნელობაზე“ შეთანხმდნენ.