მთავარისაქართველოსექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა

სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში 2024 წელს სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

განათლება, სადაც ფასები 4.4%-ით გაიზარდა,

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3%-ით,

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები შემცირდა 0.3%-ით და ტრანსპორტი – ამ ჯგუფში თვიურ ჭრილში ფასები 0.4%-ით შემცირდა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, აქ ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 4.3%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში ფასები ასევე გაზრდილია ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოზე, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში, ხოლო ფასების შემცირება დაფიქსირდა კავშირგაბმულობის ჯგუფში, 12.8%-ით.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend