მთავარიამერიკააშშაშშ-ში ქარიშხალ ,,ჰელენის” შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ქარიშხალ ,,ჰელენის” შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ კაროლინას მთებში ქარიშხალ ,,ჰელეისა“ და წყალდიდობის შემდეგ მაშველები გადარჩენილებს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან, ძაღლებიც.

ქარიშხალ ,,ჰელენის“ გამო დაღუპულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს. დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა რამდენიმე დღეა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. მაშველები ცდილობენ რთულ რელიეფურ ადგილებში მოძებნონ გადარჩენილები. ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენებიც.

გადარჩენილთა ძებნა გრძელდება და ექვს შტატში, მათ შორის ფლორიდასა და ჯორჯიაში, ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ „ჰელენი“ საგრძნობლად შესუსტდა, სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ძლიერი ქარი, წყალდიდობა და ტორნადოების საფრთხე შეიძლება გაგრძელდეს.

,,ჰელენი“ ფლორიდის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. შემდეგ მან ჯორჯიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას და ტენესის შტატებს გადაუარა. დაღუპულთა უმეტესობა კაროლინაშია, სადაც „ჰელენი“ ტროპიკულ შტორმში გადაიზარდა“.

ქარიშხლისგან გამოწვეული ზარალი, დაახლოებით, 95-110 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს რაც მას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზარალის გამომწვევ ქარიშხლად აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend