მთავარიაზიალიბანიისრაელის არმიამ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელის არმიამ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ორშაბათს ღამითა და სამშაბათს დილით ისრაელ-ლიბანის აფეთქებები იყო.

ისრაელის არმიამ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

ეს იქნება შეზღუდული, გარკვეულ სამიზნეებზე ორიენტირებული ოპერაცია – განმარტეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ისრაელის თავდაცვის ძალები განმარტავენ, რომ ეს არ იქნება ლიბანის ტერიტორიების ხანგრძლივი ოკუპაცია, თუმცა არ აზუსტებენ რამდენ ხანს გასტანს ის, ან რა სიღრმეებში შევლენ ისრაელელი სამხედროები.

ისრაელის სამხედრო ოპერაციის ნიშნები რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, როდესაც თავდაცვის ძალებმა ტექნიკის მობილიზაცია დაიწყეს ლიბანის საზღვართან.

ორშაბათს კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს გაუგზავნა უჩვეულო მიმართვა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელი ვერ მისწვდება.

სწორედ ირანი მიიჩნევა სამხედრო ჯგუფ „ჰეზბოლას“ მხარდამჭერად, რომლის წინააღმდეგ ახლა ისრაელი იბრძვის.

„ყოველდღე თქვენ უყურებთ რეჟიმს, რომელიც გიმორჩილებთ, საუბრობს ლიბანის დაცვის შესახებ, საუბრობს ღაზაზე. ყოველდღე ეს რეჟიმი ჩვენს რეგიონს უფრო ღრმა უფსკრულისა და ფართომასშტაბიანი ომისკენ მიათრევს“, – აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

„არ მისცეთ ნება ფანატიკოსი თეოკრატიებს პატარა ჯგუფს, დაამსხვრიოს თქვენი იმედი და ოცნებები. თქვენ უკეთესს იმსახურებთ. თქვენი შვილები უკეთესს იმსახურებენ. მთელი მსოფლიო უკეთესს იმსახურებს. მე ვიცი, რომ თქვენ „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ მოძალადეებსა და მკვლელებს მხარს არ უჭერთ, მაგრამ თქვენი ლიდერები უჭერენ. თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ. ირანელმა ხალხმა უნდა იცოდეს – ისრაელი თქვენ გვერდით დგას. დაე ერთად გაგვეგოს, რომ დადგება მშვიდობისა და კეთილდღეობის დღეები “, – ამბობს ნეთანიაჰუ ვიდეომიმართვაში.

პარალელურად, ისრაელი აგრძელებს საჰაერო იერიშებს ლიბანის დედაქალაქზე. იბომბება ბეირუთის გარეუბნები. ისრაელის მიერ ლიბანის სრულმასშტაბიანი დაბომბვის კამპანია უკვე მეორე კვირაა გრძელდება და მოსახლეობა იძულებულია დატოვოს საკუთარი სახლები.

ლიბანის პრემიერ-მინისტრი, ნაჯიბ მიკათი ამბობს, რომ მილიონამდე ადამიანმა დატოვა თავისი სახლი სამხრეთ ლიბანსა და დედაქალაქ ბეირუთის აღმოსავლეთში.

ეს მოვლენები კი ძალიან მძიმედ აისახება ლიბანის ცხოვრებაზე.

ისრაელსა და ჰეზბოლას შორის კონფლიქტის გამწვავებამდეც კი, ლიბანი ფინანსურ და პოლიტიკურ კრიზისში იყო ჩაფლული და მიიჩნეოდა, რომ მოსახლეობის ნახევარს არსებობისთვის საკმარისი საკვები არ ჰქონდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend