მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაჩეხეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ რეგიონულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

ჩეხეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ რეგიონულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

ჩეხეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ პარასკევსა და შაბათს ჩეხეთის რესპუბლიკაში გამართულ რეგიონულ არჩევნებში 13 რეგიონიდან 10-ში მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება.

მოძრაობა „ანომ“ ხმათა უმრავლესობა მიიღო ვისოჩინაში, პლზენში, ცენტრალურ ბოჰემიაში, უსტი-ნად-ლაბემში, კარლოვი-ვარიში, ჰრადეც-კრალოვეში, პარდუბიცეში, ზლინში, ოლომოუცსა და მორავია-სილეზიის რეგიონებში. სამხრეთ მორავიის რეგიონში გაიმარჯვა კოალიცია SPOLU-მ, სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში – სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტია ODS-მა, ლიბერეცის რეგიონში კი ყველაზე მეტი ხმა ადგილობრივმა მერებმა მიიღეს.

ამომრჩეველთა აქტივობამ 33 პროცენტი შეადგინა, რაც ნაკლებია წინა არჩევნების 38-პროცენტიან მაჩვენებელზე.

„ანომ“ ჯამში 292 მანდატი მოიპოვა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა წინა არჩევნებთან შედარებით. პარტიას ასევე ჰყავს 114 სამხარეო მრჩეველი.

როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა და, ამავე დროს, ODS-ის (სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის) თავმჯდომარემ პეტრ ფიალამ თავის საარჩევნო შტაბში განაცხადა, არჩევნების შედეგი რეალობას ასახავს და ეს ODS-ისთვის არც წარმატებაა და არც საბედისწერო მარცხი.

მისი თქმით, ოპოზიციური მოძრაობა ANO გაძლიერდა და მას აქვს უფრო დიდი კოალიციური პოტენციალი. თუმცა დასძენს, რომ შემდგომ მოლაპარაკებებს დიდი მნიშვნელობა ექნება.

ANO-ს ასევე ჰყავს ყველაზე მეტი კანდიდატი, რომლებიც მეორე ტურში 81-ადგილიან სენატში 27 ადგილისთვის იბრძოლებენ. ყოველი ოლქის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი ერთმანეთს მომავალ შაბათ-კვირას დაუპირისპირდება.

უბნების 99%-ის დათვლის შედეგად, მეორე ტურში ANO-ს 19 კანდიდატი გადავიდა.

ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურმა განაცხადა, რომ ხუთი კანდიდატი 50%-იან ბარიერს გადასცდა. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ორი კანდიდატის 22 ადგილისთვის ბრძოლა კი მომდევნო კვირას მეორე ტურში გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend