მთავარისაქართველოPOLITICO: „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შეიძლება გახდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადახედვის წინაპირობა"

POLITICO: „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შეიძლება გახდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადახედვის წინაპირობა”

გამოცემა „პოლიტიკო” ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თუ საქართველოს მმართველი პარტია ავტორიტარულ ტრაექტორიაზე სვლას გააგრძელებს, ევროკომისია განიხილავს პასუხის ყველა ზომას, მათ შორის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დროებით შეჩერებასაც.

გამოცემის თანახმადვე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, როგორებიცაა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და დისკრიმინაციის პრევენცია.

სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი დემოკრატიული უკუსვლა შეიძლება გახდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადახედვის წინაპირობა.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეთანხმება 2017 წელს გაფორმდა, ის საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ, გამარტივებულად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend