მთავარისაქართველოთავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში ჩართულ თითოეულ მხარეს მოუწოდებს, რომ განცხადებებისა და სიტყვით გამოსვლის დროს სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკა არ გამოიყენონ, რაც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას. განცხადებაში, რომელსაც უწყებათაშორისი კომისია ავრცელებს, ნათქვამია, რომ არჩევნებში მონაწილე პირებმა არ უნდა წაახალისონ ძალადობა, რათა საარჩევნო პროცესში გამოირიცხოს ძალადობრივი ინციდენტები, აგრეთვე, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება; თავი უნდა შეიკავონ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლისგან, რაც აზიანებს საარჩევნო გარემოს, საზოგადოების ერთიანობასა და ხელყოფს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ ადამიანის უფლებებს.

„საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისას საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, წინასაარჩევნო პროცესში საჯარო მოსამსახურეებისადმი გამოხატული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და პროვოკაციული ქმედებების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს:

განცხადებებისა და გამოსვლების დროს არ გამოიყენონ სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკა, რაც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას;

არ წაახალისონ ძალადობა, რათა საარჩევნო პროცესში გამოირიცხოს ძალადობრივი ინციდენტები, აგრეთვე, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება;

თავი შეიკავონ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლისგან, რაც აზიანებს საარჩევნო გარემოს, საზოგადოების ერთიანობას და ხელყოფს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ ადამიანის უფლებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend