მთავარიაზიაისრაელიბენიამინ ნეთანიაჰუ ცეცხლის შეწყვეტას „ჰამასის" სრულ განადგურებამდე არ აპირებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ ცეცხლის შეწყვეტას „ჰამასის” სრულ განადგურებამდე არ აპირებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს ღაზასა და ეგვიპტეს შორის სტრატეგიული საზღვრის კონტროლს. ფილადელფის დერეფანი მთავარი თემა იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო მოლაპარაკებებში. „ჰამასი“ კი ისრაელელი სამხედროების სრულ გაყვანას ითხოვს ღაზიდან. ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისრაელის მიერ დერეფნის კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა „ჰამასმა“ ვერ მოახერხოს გვირაბების გავლით ხელახლა შეიარაღება.

„მე მიმაჩნია, რომ ღაზაში ომი დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როცა „ჰამასს” ძალაუფლება აღარ ექნება. ამისათვის ჩვენ გვჭირდება სამხედრო გამარჯვება და ასევე პოლიტიკური გამარჯვება, რომ გავანადგუროთ მათი მმართველობა“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში იერუსალიმსა და თელ-ავივში, როდესაც ღაზაში ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს. ბევრი მათგანი მათ სიკვდილში ნეთანიაჰუს ადანაშაულებს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, სამი მძევლის გათავისუფლება იყო დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადების განხილვის პირველ ეტაპზე, რომელიც ივლისში განიხილებოდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტასა და „ჰამასის” მიერ გატაცებული ტყვეების გამოხსნას, ისრაელი, 2 სექტემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Ariel Schalit

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი კი ზრდის ზეწოლას ისრაელზე და ნეთანიაჰუს აკრიტიკებს არასაკმარისი მოქმედების გამო. თუმცა მიაჩნია, რომ ისინი ახლოს არიან ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმებამდე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend