იზრდება შეშფოთება დასავლეთ ნილოსის ცხელების გავრცელებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ესპანეთში კერძოდ, სევილიაში გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ზაფხულს ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
ერთ-ერთ აფთიაქზე გაკრულ აბრაზე წერია, რომ „ნუ გაუადვილებთ საქმეს კოღოებს“ და ჩამოთვლილია მათი გავრცელების ადგილები და პირობები, როგორებიცაა: მაგალითად, დამდგარი წყალი.
კოღოები შენიშნეს გვადალკივირის მახლობლად მდებარე ქალაქებში.
თვის დასაწყისში ქალაქის მცხოვრებლებმა პროტესტი გამართეს და მთავრობას უფრო ეფექტური ნაბიჯებისკენ მოუწოდეს.
ვირუსი ასევე გამოვლინდა რუმინეთშიც. ზაფხულის დასაწყისიდან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 22 დაინფიცირდა.
ჯანმოში აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა 80 პროცენტში არანაირი სიმპტომი არ ვლინდება და დაავადების უფრო მძიმე ფორმის განვითარების რისკი იშვიათია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე 50 წელს გადაცილებული და იმუნოდეფიციტის მქონე მოქალაქეები არიან. დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მწერების საწინააღმდეგო საშუალების წასმა, გრძელმკლავიანი მაისურისა და შარვლის ჩაცმა.
რეკომენდაციებს შორისაა ასევე, რომ მოქალაქეები შეძლებისდაგვარად მოერიდონ დაღამებისა და გამთენიისას ღია სივრცეში ყოფნას.