მთავარიამერიკააშშდემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მოულოდნელად მივიდა

დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მოულოდნელად მივიდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში,  დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მოულოდნელად მივიდა. მან მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.

„ეს არაჩვეულებრივი კვირა იქნება. უნდა აღვნიშნო, თუ როგორი შესანიშნავი პრეზიდენტია ჯო ბაიდენი… ჯო, მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ლიდერი იყავით, რომ ჩვენს ერს მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურეთ, და რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებთ”, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

ოთხი კვირის წინ ბაიდენმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და გზა კამალა ჰარისს დაუთმო. ჩიკაგოში გამართული ყრილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ ამომრჩეველი ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის პოლიტიკურ მიზნებს ეცნობა.

ყრილობას ასევე ესწრებოდა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. მან კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის დროს გაწეული სამუშაოსთვის შეაქო.

ყრილობის გახსნის დღეს ჩიკაგოს ქუჩებში ათასობით ადამიანის მსვლელობა მოეწყო, შეკრებილები ღაზაში ომის დასრულებას მოითხოვდნენ. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend