მთავარიევროპადანიადანიაში სახის ამომცნობი ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავენ

დანიაში სახის ამომცნობი ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავენ

დანიის პოლიცია სახის ამომცნობი ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს. ბოლო დროს ქვეყანაში გახშირდა ძალადობის შემთხვევები, რომლებიც მეზობელი შვედეთის დანაშაულებრივ დაჯგუფებებს  უკავშირდება. 

ამ თემასთან დაკავშირებით ეროვნული პოლიციის კომისარმა, თორკილდ ფოგდემ და  იუსტიციის მინისტრმა პიტერ ჰუმელგარდმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, მეტი ციფრული ხელსაწყოს გამოყენება და სახის ამომცნობი ტექნოლოგიის დანერგვა ერთ-ერთი გამოსავალია ბოლო დროს კოპენჰაგენში გაზრდილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ.

„თუ თქვენ მოგეპოვებათ ვინმეს ან გარკვეული საგნის ფოტო, ამ ციფრული  ხელსაწყოთი მისი ამოცნობა შეგვეძლება. შეგიძლიათ დიდი ხანგრძლივობის ვიდეოც გამოიყენოთ და ამ ხელსაწყოთი მოძებნოთ სამიზნე. ამით ჩვენ ინციდენტის თავიდან აცილებას ან ეჭვმიტანილის უფრო სწრაფად პოვნას შევძლებთ “, – განაცხადა, დანიის იუსტიციის მინისტრმა, პიტერ ჰუმელგარდმა.

„სახის ამოცნობის მექანიზმი ბიომეტრიული იდენტიფიკატორია, რომელიც თითქმის ისეთივე სარწმუნო მტკიცებულებაა, როგორიც ჩვენი თითის ანაბეჭდები. ჩვენ ელექტრონულად ვამოწმებთ თითების ანაბეჭდს. ყველამ იცის, რომ იდენტობის დასადგენად   150 000 ანაბეჭდს ხელით ვერ გადავამოწმებთ. როგორც ადრე, ახლაც დავათვალიერებთ ფოტოებს, სახე რომ ამოვიცნოთ, თუმცა ახლა ეს  ციფრული ხელსაწყოების მეშვეობით, ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. მთავარია,  პოლიტიკოსებმა მოგვცენ ამის ნება“,- განაცხადა, ეროვნული პოლიციის კომისარმა თორკილდ ფოგდემ.

რამდენიმე პოლიტიკური პარტია, შესაძლოა, პრინციპულად შეეწინააღმდეგოს ამ ტექნოლოგიის დანერგვას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend