მთავარიევროპაუნგრეთიორბანი ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში კვლავ ოლივერ ვარჰეის წარადგენს

ორბანი ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში კვლავ ოლივერ ვარჰეის წარადგენს

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ოლივერ ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში X დაწერა: „ევროკომისიის პრეზიდენტთან, უსრულა ფონ დერ ლაიენთან, სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ ვწერ, რომ ჩემი კანდიდატურა ევროკომისიის ახალ წევრად კვლავ არის ოლივერ ვარჰეი. მან ბოლო გასული ხუთი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ევროკავშირი შეიძლება იყოს პოზიტიური ძალა მეზობელ ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ. ვარჰეი შესანიშნავ საქმეს გააკეთებს მომავალ ევროპულ კომისიაში“.

გასული ხუთი წლის განმავლობაში ოლივერ ვარჰეის ხშირად აკრიტიკებდნენ ვიქტორ ორბანის შეხედულებების გაზიარების გამო, ასევე იმისთვის, რომ ის ხშირად იცავდა ისეთ კანდიდატ ქვეყნებს, სადაც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით პრობლემები იყო.

თავად ვარჰეიმ თქვა, რომ მისთვის დიდი პატივია ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში დასახელება და ის “მოუთმენლად ელის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან მუშაობის გაგრძელებას”.

მიეცემა თუ არა 52 წლის ევროპელ პოლიტიკოსს თანამდებობაზე დანიშვნის შანსი, დამოკიდებულია ევროპარლამენტზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend