მთავარისაქართველოამნისტია, სავარაუდოდ, პატიმრების 10%-ს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს

ამნისტია, სავარაუდოდ, პატიმრების 10%-ს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს

„ქართული ოცნება” პატიმრების ამნისტიას გეგმავს და პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს კანონი პატიმრების დაახლოებით 10%-ს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს.

საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის პროექტის განხილვის დაწყება მომდევნო კვირაში რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი. ამნისტიის პროექტი შეეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულს, თუმცა ამნისტია არ გავრცელდება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებზე, ნარკომოვაჭრეებზე, სქესობრივ დანაშაულზე, ყაჩაღობაზე. ასევე არ შეეხებათ მათ ვინც ტერორიზმის, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის, ქურდული სამყაროს, კონვენციური დანაშაულის, ტრეფიკინგისა და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამო იხდის სასჯელს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას პატიმრების შეწყალება წინასაარჩევნო მიზნების გამო სურს, რადგან ოპოზიციის ნაწილს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ამნისტიის პროექტის ინიციატივა, თუმცა მათ ვერ მოიპოვეს მაშინ მმართველი გუნდის მხარდაჭერა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend