მთავარიევროპაშვეიცარიაშვეიცარიაში გასულ უქმეებზე უამინდობამ წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესები გამოიწვია

შვეიცარიაში გასულ უქმეებზე უამინდობამ წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესები გამოიწვია

შვეიცარიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გასულ უქმეებზე უამინდობამ წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესები გამოიწვია. დაიღუპა სამი ადამიანი, თუმცა პოლიციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მეცნიერები ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

გასულ შაბათ-კვირას ჩრდილოეთ შვეიცარიაში, ტიჩინოში, წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ფედერალური კანცლერის ინიაციო კასისის თქმით, შვეიცარიაში შტორმებით გამოწვეული მეწყრული პროცესები და წყალდიდობები იმის მანიშნებელია, როგორი დაუცველია ქვეყანა ბუნებრივი კატაკლიზმების თვალსაზრისით.

შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამერდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. პოლიცია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ტიჩინოს პოლიციის უფროსი ანტონიო ჩიოკო ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

უამინდობაა მეზობელ ქვეყნებშიც. მკვლევართა აზრით, ასეთი ამინდები კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული. წყალდიდობების, ჭექა-ქუხილისა და მეწყრული პროცესების გამო დაახლოებით 200 მოქალაქე გაიყვანეს იტალიის ჩრდილოეთის რეგიონის დასახლებებიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend