მთავარისპორტი„გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ” - ვილი სანიოლი

„გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ” – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, საქართველოს ნაკრები ესპანეთის უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ დამარცხდა. თამაშის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურად ფანტასტიკურად ითამაშა.

„ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც ბოლო კვირებში გავაკეთეთ. ძალიან რთულია, მხოლოდ და მხოლოდ ამ ოფსაიდზე ვისაუბროთ. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, ცხადად თამაშგარე იყო. თუ ნიდერლანდების გოლი საფრანგეთთან თამაშგარე იყო, დღეს 10-ჯერ მეტად იყო. VAR ფეხბურთში შესანიშნავია, მაგრამ, არ ვიცით, სწორად როგორ გამოვიყენოთ. რამდენიმე დღე დაგვჭირდება, რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ. ამ ტურნირზე გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ. არ ვამბობ, რომ დღეს იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ცოტათი დამწუხრებულები ვართ, რადგან წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, უახლოეს დღეებში გავაანალიზებთ, თუ რა გავაკეთეთ. დღევანდელი მატჩიდან ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ, რომ ამ დონეზე თამაშისთვის ყოველ წამს 100%-ით მზად უნდა იყო. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ, ფეხბურთელებმაც, მეც, ფედერაციამაც. მოგებისა და წაგებისგან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი რამდენიმე დღის შემდეგ უნდა გავაანალიზოთ,“ – ამბობს ვილი სანიოლი.

გუშინ ვილი სანიოლის ნაკრები მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:1 დამარცხდა. ანგარიში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში გახსნეს, თუმცა შემდეგ ესპანეთმა ოთხი გოლის გატანა შეძლო. ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალში მასპინძელ გერმანიის ნაკრებს შეხვდება. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განცხადებით, მისი გუნდი ესპანეთის უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ დამარცხდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend