მთავარისაქართველოსაარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა დაძლია

საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა დაძლია

27 ივნისის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების” დეპუტატებმა 78 ხმით დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებას დაადო.

პრეზიდენტის ვეტოში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას, მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, ისე როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.

ამავე საკითხზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამაც, რომელიც მონიტორინგს უწევს საკვანძო კანონების დემოკრატიულობას.

საბოლოოდ მმართველმა გუნდმა არც ერთი შენიშვნა და რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend