მთავარიევროპაპოლონეთირუსეთიდან მომავალი საფრთხის გამო პოლონეთი არმიის შემადგენლობას ზრდის

რუსეთიდან მომავალი საფრთხის გამო პოლონეთი არმიის შემადგენლობას ზრდის

პოლონეთი რუსეთიდან შესაძლო აგრესიის საფრთხის გამო ცდილობს, გაზარდოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა. ქვეყანაში მოხალისეებისთვის აქტიურად მიმდინარეობს ახალი პროგრამა, რომელიც მოიცავს საბაზისო სწავლებას და მასში 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები მონაწილეობენ. პოლონელების თქმით, ამ პროგრამაში ჩართვა უმეტესწილად რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა.

შესაძლო რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად პოლონეთის არმიამ მოხალისეების მიღება დაიწყო. ახალწვეულები ჩართული არიან რთულ და მკაცრ სამხედრო წვრთნებში. პოლონეთი ცდილობს, გაზარდოს არმია, რომლის შემადგენლობაშიც ამჟამად 198 000 ჯარისკაცია.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ პოლონელებიც დააფიქრა, რომ შესაძლოა, მათი ქვეყანაც იყოს რუსეთისგან დასაცავი.

პოლონეთის არმიის რეკრუტს დომინიკ როიეკს ჯარისკაცობა არ სურდა, თუმცა მსოფლიოში და კონკრეტულად მის სამშობლოსთან ახლოს განვითარებულმა მოვლენებმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

მოხალისეების გადამზადების პროცესი მოიცავს საბაზისო სწავლების 28-დღიან პროგრამას, რომელშიც 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები მონაწილეობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend