ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის ფოტოპროექტის, სახელწოდებით – “დაინახე ჩემი თვალით” წარდგენა შედგა.
პროექტი მხედველობაზე ზრუნვის კამპანიის “სულ რომ გხედავდე” ფარგლებში შეიქმნა და ის ოფთალმოლოგიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
მხედველობის დაქვეითება ხშირად ცვლის სამყაროს აღქმას, ფოტოპროექტში წარმოდგენილი ფოტოებიც ასაკთან და დიაბეტთან დაკავშირებული ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების შეგრძნებებს აღწერს და გვაჩვენებს მათი თვალით დანახულ სამყაროს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში, მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ოფთალმოლოგმა, თეკლა მამაგეიშვილმა ისაუბრა.