მთავარისაქართველოვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე დღეს, 24 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ისაუბრა. მისი თქმით, რუს გიდებს იქ ლეგალურად მუშაობა შეეძლებათ, რაც რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას ოფიციალური წერილით დაუდასტურა, ხოლო იქამდე დე-ფაქტო ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფდა და ამბობდა, რომ მსგავსი რამ იქ არ მოხდებოდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი გიდების ლეგალურად მუშაობის ფაქტს ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. გარდა ამისა, ჯემალ გამახარიამ ისაუბრა, კიდევ ერთ პრობლემურ საკითხზე, რომელიც ეხება ე.წ. კანონპროექტს აპარტამენტების შესახებ, რომელიც შესაძლოა გალისა და ტყვარჩელის რაიონებზე გავრცელდეს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპარტამენტის ყიდვა რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend