მთავარიაზიაღაზაისრაელსა და „ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება

ისრაელსა და „ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება

ღაზაში ცხრათვიანი ომით გადაღლილი პალესტინელები ცეცხლის შეწყვეტის იმედს მაინც არ კარგავენ.

საერთაშორისო თანამეგობრობა კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რადგან ღაზაში ომის გამო გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი სულ უფრო მეტად მწვავდება.

მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასმა“ ამ კვირაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემოთავაზებული წინადადების განხილვა დაიწყო, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არცერთ მხარეს არ მიუღია.

„ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი შეგვიწყალებს და ორივე მხარე დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. საკმარისია, ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ ღაზაში. აქ ყველაფერი განადგურებულია. ჩემს პატარა გოგოს არ სძინავს. მოწყენილი ვართ. ფსიქოლოგიურად დაღლილები ვართ. ეს მოლაპარაკებები კი ყოველთვის უშედეგოდ სრულდება. ჩვენ არ ვართ მათი სათამაშოები“, – ამბობს ქალი ღაზის სექტორიდან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, ომის დაწყების შემდეგ მერვეჯერ იმყოფება, კატარში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. მისი თქმით, „ჰამასმა“ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოითხოვა, მათგან ზოგიერთის შესრულება შესაძლებელია, ზოგის კი – არა.

დოჰაში ჩასული ენტონი ბლინკენი თვითმფრინავიდან ჩამოდის, კატარი, 12 ივნისი, 2024 წელი Copyright Ibraheem Al Omari/Pool Photo via AP

ბლინკენმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. ისრაელისა და „ჰამასის“ მაღალჩინოსნების განცხადებებით კი ცხადია, რომ ომში ჩართულ მხარეებს კვლავ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამ პრობლემის მოგვარებას შუამავლები თვეების განმავლობაში ცდილობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend