მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ ორშაბათს რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას უჭერს მხარს. „ჰამასსა“ ისრაელს შორის მიმდინარე რვათვიანი ომის დასრულებას საბჭოს 15-წევრიდან 14-მა დაუჭირა მხარი. ხმის მიცემისგან თავი მხოლოდ რუსეთმა შეიკავა.

აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია ეფუძნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რეზოლუცია „ჰამასს“ მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტის სამფაზიან გეგმას დათანხმდეს. ის ასევე მხარეებს მოუწოდებს შეფერხების გარეშე, უპირობოდ და ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეასრულონ რეზოლუციაში არსებული პირობები.

რეზოლუციას მიესალმა პალესტინური მხარე და მზადყოფნა გამოთქვა მედიატორებთან თანამშრომლობით ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.

„მჯერა, რომ ყველა პალესტინელი მიესალმება ამ ნაბიჯს. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტა გვსურს. გვინდა დავინახოთ საბრძოლო მოქმედებების სრულად შეწყვეტის მიზნით გადადგმული ნაბიჯები და ჩვენს ხალხს ისეთი ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ, რომელიც დღეს მათ ესაჭიროებათ. ჩვენ გვსურს, დასრულდეს მოსახლეობის იძულებითი გადასახლება, რომ მოსახლეობამ ღაზის ყველა ნაწილში სახლში დაბრუნება შეძლოს. გვინდა, ისრაელის ჯარები ღაზის სექტორის გარეთ ვიხილოთ, ხოლო ღაზის სექტორის არც ერთი ნაწილი არ იყოს დაკავებული ან კონტროლის ქვეშ ისრაელის საოკუპაციო ძალების მიერ”, – განაცხადა გაეროში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა.

თუმცა რეზოლუციას არ მიესალმება ისრაელი. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილი წარმოადგინა. მისი განცხადებით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ნებისმიერი საუბარი მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, როცა „ჰამასი“ ბოლომდე განადგურდება.

„ისრაელი მტკიცედ დგას პრინციპებზე და ისინი არ შეცვლილა. ჩვენ ბრძოლას მანამ გავაგრძელებთ, სანამ ყველა მძევალი არ დაბრუნდება და სანამ „ჰამასის“ სამხედროები და მათი მმართველობა არ დასრულდება. ეს იყო ჩვენი მიზნები პირველი დღიდან. როგორც 31 მაისს პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა „ჰამასი“ ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა გაეროში ისრაელის მისიის პოლიტიკურმა კოორდინატორმა რეუტ შაპირ ბენ ნაფტალმა.

გაეროში რეზოლუციის მიღების პარალელურად ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი, სადაც ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ. მხარეებმა ღაზაში არსებული მდგომარეობა, ისრაელელი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განიხილეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend