მთავარიევროპაგერმანია30 წლამდე გერმანელ ამომრჩეველთა 14-იდან 22%-ამდე მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე პარტიას

30 წლამდე გერმანელ ამომრჩეველთა 14-იდან 22%-ამდე მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე პარტიას

ბერლინში ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ემზადებიან. პენსიონერები და ახალგაზრდები ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მათი კანდიდატი, 30 წლის მერი ხანი, ხშირად საუბრობს გერმანულ ნაციონალისტურ განწყობებზე. მას უამრავი თანატოლი უჭერს მხარს.

,,ვფიქრობ, სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფია ბოლოდროინდელი პოლიტიკის მსხვერპლი. თუნდაც, მერკელის დროს, როდესაც საზღვრები გაიხსნა და უცხოელების შემოსვლამ წარმოუდგენლად გაზარდა დანაშაულის მაჩვენებელი. ახლაც, პრობლემა გვაქვს სკოლებში, დიდ ქალაქებში, სასკოლო ეზოებში გერმანული ენა აღარც კი ისმის“, – განაცხადა მერი ხანმა.

უახლესი წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, 30 წლამდე გერმანელ ამომრჩეველთა 14-იდან 22%-ამდე უჭერს მხარს პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

,,ვფიქრობ, „ალტერნატივა გერმანიისთვის” ერთადერთი პარტიაა, რომელიც ჩვენი თაობის ინტერესებს იცავს და მომავალი აქვს ევროპასა და გერმანიაში. რომ გაიაროთ ქალაქების ცენტრებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, დაინახავთ, რომ საზოგადოება იცვლება. ვფიქრობ, ბევრ ახალგაზრდას უბრალოდ ყელში ამოუვიდა“, – ამბობს პარტიის მხარდამჭერი, ბიზნესმენი იან შტრეკი.

პარტიისადმი ახალგაზრდების მხარდაჭერას ფსიქოთერაპევტი ხოაკინ ბაუერი ემპათიის ნაკლებობით ხსნის.

,,ახალგაზრდების ნახევარზე მეტი მძიმე ფსიქიკურ ტვირთს ატარებს. მათი მეოთხედი თავს ძალიან მარტოსულად გრძნობს. რადიკალური პარტიები როგორიცაა ,,ალტერნატივა გერმანიისთვის“ მათ მარტივ გამოსავალს სთავაზობს… ამარტივებენ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. ყველაფერი მიგრანტთა და ლტოლვილთა ინტეგრაციის საკითხამდე დაჰყავთ…“ – ამბობს ხოაკინ ბაუერი.

ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წლის 6-იდან 9 ივნისამდეა დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend